1727448360

ინოვაციური ურბანული დაგეგმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში

ინოვაციური

ავტორი

ნინი მეტრეველი

მდგრადი, ფუნქციური და ლამაზი ქალაქები სწორი ურბანული დაგეგმარებით იქმნება. ქაოსური განაშენიანებისა და დაგეგმარებისას დაშვებული შეცდომების შედეგები, წლების შემდეგ, მაგრამ მაინც მკვეთრად იგრძნობა ხოლმე. ამიტომ, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქალაქების მთავრობები ცდილობენ, გამოიყენონ ინოვაციური სტრატეგიები, რათა უპასუხონ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ჰაერის დაბინძურება, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, საცობები და ა.შ.

ბარსელონას ჭკვიანი ქუჩები

რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ბარსელონაში აქტიურად იყენებენ ჭკვიან ტექნოლოგიებს. ჭკვიანი შუქნიშნები, ერთი შეხედვით, სიახლე არაა. თუმცა, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ასეთ შუქნიშნებს ესპანეთის ამ ქალაქში შეხვდებით, შედეგი ნამდვილად მოაქვს. საინტერესოა ისიც, რომ ბარსელონაში სენსორულ დანადგარებსა და ჭკვიან ტექნიკას ნარჩენების მართვისთვის, ენერგიის შემცირებისა და ზოგადად, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იყენებენ.

კოპენჰაგენის უმანქანო ზონები

კოპენჰაგენი მსოფლიოში ქალაქებს შორის, ურბანულ სივრცეებში უმანქანო ზონების რაოდენობით ლიდერობს. უკვე წლებია, ქალაქის ცენტრსა თუ გარეუბნებში გამოყოფილია სივრცეები, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედითაა შესაძლებელი. ქალაქის მთავრობაც და მოსახლეობაც თანხმდება, რომ კოპენჰაგენი სუფთა, სიცოცხლით სავსე და ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქი უნდა იყოს.

ტოკიოს მიკრო ქალაქები

რადგან ტოკიო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის გადაადგილებაა. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად, ტოკიოში მიკრო ქალაქები შეიქმნა - ზონები, სადაც გაერთიანებულია საცხოვრებელი, კომერციული და რეკრეაციული სივრცეები. ასეთი ურბანული დაგეგმარება ამცირებს ხანგრძლივი მგზავრობის აუცილებლობას და მოსახლეობას სრულიად კომფორტულ გარემოსაც უქმნის. მიკრო ქალაქებში უზრუნველყოფილია, რომ ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი ფეხით სავალ მანძილზე იყოს განთავსებული.

ჰელსინკის მიწისქვეშა ქალაქი

ჰელსინკიში საინტერესო დანიშნულება მოუძებნეს მიწისქვეშა თავშესაფრებს, ანუ ე.წ. ბუნკერებს. სავაჭრო სივრცეები, დახურული საცურაო აუზები, თეატრალური თუ საკონცერტო დარბაზები - ჰელსინკის ქვეშ, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქალაქია. ეს ინოვაციური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მიწის ზევით არ დაირღვეს ბუნებრივი გარემო და მწვანე სივრცეები მაქსიმალურად დაცული იყოს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები