1769965200

Gen Z-ის რჩეული ქალაქები

ჰედერი

საუკეთესო ურბანული განვითარება მხოლოდ ცათამბჯენებით და „ჭკვიანი“ ინფრასტრუქტურით არ იზომება. ქალაქი წარმატებულია მაშინ, როცა იქ ცხოვრება კომფორტულია ადამიანისთვის. ახალი თაობა ხელსაყრელ გარემოს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მათთვის ქალაქში ცხოვრება სტატუსი კი არა, ყოველდღიური გამოცდილებაა იმაზე თუ რა დროს ხარჯავ ტრანსპორტით გადაადგილებისას, რამდენად ხელმისაწვდომია საცხოვრებელი, გაქვს თუ არა სივრცე საკუთარი თავისთვის და იდეების განვითარებისთვის.

Time Out-ის ახალი კვლევა ადასტურებს, რომ Gen Z-ისთვის ქალაქი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეგიძლია არა მხოლოდ იმუშაო, არამედ დაისვენო, იცხოვრო და განვითარდე ზედმეტი სტრესისა და ბარიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, ახალი თაობა სულ სხვა კრიტერიუმებით ირჩევს მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს.

კვლევის მიხედვით, Gen Z თაობას იზიდავს ქალაქები და გარემო, რომლებიც ხელმისაწვდომობას, კულტურულ გამოხატვას, ინკლუზიურობას და შემოქმედებითობის შესაძლებლობებს იძლევა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 500-ზე მეტი ახალგაზრდა და ამის მიხედვით ჩამოყალიბდა მათთვის საცხოვრებლად მიმზიდველი მოწინავე ქალაქები.

ბანგკოკი, ტაილანდი

გლობალურ რეიტინგში ტაილანდის დედაქალაქი ხელმისაწვდომობისა და ცხოვრების წესის შეუდარებელი ნაზავის წყალობით ლიდერობს. Z თაობის უმეტესობა ამბობს, რომ საცხოვრებლად დაბალი ფასები, ცოცხალი ქუჩის ცხოვრების კულტურა და ახალი ადამიანების გაცნობის სიმარტივე ამ ქალაქში ცხოვრებას ამარტივებს და მათ ბედნიერებას ანიჭებს.

მელბურნი, ავსტრალია

ავსტრალიის კულტურულ დედაქალაქად ცნობილი მელბურნი განსაკუთრებულ შეფასებებს იღებს ხელოვნების, ინკლუზიურობისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის გამო. ახალგაზრდები მას აღწერენ, როგორც მრავალფეროვან, კრეატიულ და თვითგამოხატვის მხარდამჭერ ქალაქად.

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა

Z თაობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად მიიჩნევა კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის ეს ქალაქი მსოფლიოს რჩეულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზეა. ახალგაზრდებს კი აქ იზიდავს ქალაქის ბუნებრივი სილამაზე, შედარებით ხელმისაწვდომი სოციალური ცხოვრება და ენერგიული ატმოსფერო.

ნიუ-იორკი, აშშ

ჩამონათვალში მოხვდა აჟიოტაჟითა და ღამის ცხოვრებით გამორჩეული ნიუ იორკი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, Z თაობის რესპონდენტები მას მაღალ შეფასებას რამდენიმე სხვადასხვა კრიტერიუმის გამო ანიჭებენ — ეს არის ფეხით სიარულის, გართობისა და ღამის კულტურული ცხოვრების წესით გამორჩეული ქალაქი.

კოპენჰაგენი, დანია

ბედნიერება, ცხოვრების კომფორტი და ბალანსი — ასეთია კოპენჰაგენის ახალგაზრდებისეული შეფასება. ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ეკომეგობრულ გარემოთი, ველოსიპედით გადაადგილების დიდი შესაძლებლობებით, ძლიერი სოციალურ სისტემებითა და ცხოვრების ხარისხით.

ბარსელონა, ესპანეთი

Gen Z-სთვის ბარსელონა განსაკუთრებით მიმზიდველია თავისი მრავალფეროვნებითა და ინკლუზიური გარემოთი. ქალაქი ახალგაზრდებს რელაქსაციისა და ზღვისპირა ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს, ამავდროულად მათ აქვთ შესაძლებლობა ცხოვრების ამ რიტმს შეუთავსონ პირადი ცხოვრება და სოციალური აქტივობა.

ედინბურგი, გაერთიანებული სამეფო

შოტლანდიის დედაქალაქი გამოირჩევა მწვანე სივრცეებითა და ფეხით მოსიარულეებისთვის კომფორტული ურბანული გარემოთი. Gen Z-ის წარმომადგენლები ედინბურგს აღწერენ, როგორც ვიზუალურად შთამბეჭდავ ქალაქს, სადაც ქალაქური ცხოვრება ბუნებასთან მჭიდრო კავშირშია.

მეხიკო, მექსიკა

მეხიკო ის ქალაქია, სადაც ხელმისაწვდომი ცხოვრება და ბედნიერების განცდა ერთმანეთს ერწყმის — ასეთია მექსიკის დედაქალაქის Gen Z-სეული აღქმა, ის ერთ-ერთ ბიუჯეტურ ქალაქებს შორისაა და ახალი თაობის დადებით შეფასებას სწორედ ცხოვრების დაბალი ხარჯების, კულტურული მრავალფეროვნებისა და ყოველდღიური დინამიკის გამო იმსახურებს.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

მაღალი საცხოვრებელი ხარჯების მიუხედავად, ლონდონი მაინც Z თაობის ფავორიტ ქალაქებს შორის ხვდება. უფასო მუზეუმებით, გამორჩეული უბნებითა და აქტიური კრეატიული ცხოვრებით, ქალაქი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველობას დღემდე ინარჩუნებს.

შანხაი, ჩინეთი

შანხაი გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც მას Gen Z-ისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და მოსახერხებელ ქალაქად აქცევს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

როცა პანდუსი დეკორაციაა

1769439960

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები