1793697102
სასტუმრო „გრანდ მეტეხი თბილისი პალასში“ 31 ოქტომბერს XX საერთაშორისო კონკურსის — „არქიტექტურული პრემია 2026“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ურბანისტიკისა და სხვა მიმართულებებში.
ჟურნალ „სტილისა“ და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი უკვე ორი ათწლეულია რაც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს. 2006 წლიდან დღემდე კონკურსზე დაახლოებით 8500 არქიტექტურული ნამუშევარია წარდგენილი. წლების განმავლობაში მან არაერთ არქიტექტორსა და დიზაინერს მისცა შესაძლებლობა, ფართო პროფესიული საზოგადოებისთვის გაეცნო საკუთარი ნამუშევრები და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა კარიერული განვითარების კუთხით.
1. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. ავტორი: „თიმ არქიტექტურა“

2. საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული); ავტორები - Kristina Khromenkova, Anna Mikheeva (ყაზახეთი)

3. საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული); ავტორი. არქიტექტურის ლაბორატორია #3

4. საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული); ავტორი: ლალი შაშიაშვილი

5.1. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული); ავტორი: dhl architect (გერმანია)

5.2. რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული); Rasim Babakishiyev, Kamal Musakhanov, Fazil Bayramov (აზერბაიჯანი)

6. ლანდშაფტური არქიტექტურა (რეალიზებული); ავტორი: Adrian McGregor (ავსტრალია)

7. სტუდენტური პროექტი; UNION. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. ავტორი: თეონა ბერიძე / საქართველოს უნივერსიტეტი

8. არქიტექტურული პროექტი (შენობა, კომპლექსი); ავტორი: მიხეილ გიორგობიანი

9. ქალაქგეგმარებითი პროექტი; ავტორი: ენრიკო ტარანტა (იტალია)

10. ავეჯის დიზაინი (რეალიზებული); ავტორი: სანდრო ლომინაშვილი

11. სტუდენტური ქალაქგეგმარებითი პროექტი; ავტორი: ნანა ახვლედიანი / თბილისის სამხატვრო აკადემია

12. საზოგადოებრივი ნაგებობის სტუდენტური პროექტი; ავტორი: თამარ წურწუმია / კავკასიის უნივერსიტეტი

კონკურსის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდს.