1758091754
27 სექტემბერი, 2025 | ექსპო ჯორჯია, თბილისი
თბილისი, ქალაქი, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ისტორია, 2025 წელს არქიტექტურულ დიალოგს ახალი ძალით ხსნის. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.
ფორუმის მიზანია გააფართოოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს — ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.
ფორუმის სპიკერები იქნებიან მსოფლიო და ადგილობრივი არქიტექტურული სცენის გამორჩეული წარმომადგენლები:
ფორუმის პროგრამა მოიცავს:
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე, 25-ზე მეტი სპიკერი ეყოლება. ფორუმი იქნება დიალოგის სივრცე, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გაერთიანდება, რათა შეიქმნას ახალი ხედვები თბილისის და მთლიანად რეგიონის არქიტექტურულ მომავალზე.
ფორუმი ხორციელდება Cityzen-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
მთავარი პარტნიორები: ბრიტანეთის საელჩო, ელემენტ ქონსთრაქშენი, ზერონი
ვერცხლის პარტნიორები: KONE, Building Solutions, Episode, Render.ge
ქომუნითი პარტნიორები: RIBA, AIA, Caucasus University
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია → tkt.ge/taf2025
1766166720
1767715389
1766069895
1767631179