1793030220
ჟურნალი „სტილი“ და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია“ აგრძელებენ მრავალწლიან პროფესიულ ტრადიციას და ატარებენ XX საერთაშორისო კონკურსს — „არქიტექტურული პრემია 2026“ — ღონისძიებას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოსა და საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში არქიტექტურის, დიზაინის, ურბანისტიკისა და სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
THE SCOUT - Mzveravi — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.com„არქიტექტურული პრემია 2026“ წარმოადგენს არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროს მნიშვნელოვან პროფესიულ მოვლენას, რომლის მთავარი მიზანია თანამედროვე არქიტექტურული აზროვნების, ინოვაციური მიდგომების, მაღალი ხარისხის დიზაინისა და პროფესიული მიღწევების წარმოჩენა და მხარდაჭერა.
კონკურსი ქმნის სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან არქიტექტორები, დიზაინერები, ურბანისტები, დეველოპერები, სამშენებლო და საინჟინრო კომპანიები, სტუდენტები, ინვესტორები და არქიტექტურის სფეროთი დაინტერესებული საზოგადოება.
შეგრძნებების მუზეუმი — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.com20 წლიანი პროფესიული ისტორია
2006 წლიდან დღემდე საერთაშორისო კონკურსში წარმოდგენილი იყო 8500-მდე არქიტექტურული ნამუშევარი. „არქიტექტურული პრემია“ ბევრი პროფესიონალის შემოქმედებითი განვითარების, კარიერული წინსვლისა და საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში თვითრეალიზაციის მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.
მრავალი ახალგაზრდა არქიტექტორისა და დიზაინერისთვის კონკურსში მონაწილეობა და მიღწეული წარმატება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ახალი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი განვითარების გზაზე.
INVERTED HOUSE — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.comწლების განმავლობაში კონკურსმა მნიშვნელოვანი ინტერესი და მხარდაჭერა დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში. კონკურსის ისტორიაში 100-ზე მეტმა კომპანიამ სხვადასხვა ფორმით დაუჭირა მხარი პროექტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს არქიტექტურის, ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება სწორედ ინვესტორს, დეველოპერს, არქიტექტორსა და დიზაინერს შორის წარმატებული პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
სახლი კოჯორში — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.comXX საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილია როგორც რეალიზებული და სარეალიზაციო არქიტექტურული პროექტები, ასევე სტუდენტური ნამუშევრები. თავად კონკურსის ნომინაციებს კი განსაზღვრავენ და ამტკიცებენ კონკურსის ორგანიზატორები.
2026 წლის კონკურსის ძირითადი ნომინაციებია:
კონკურსის ფარგლებში ცალკეული მიმართულებები შესაძლებელია დაიყოს ქვენომინაციებად, რის შედეგადაც 2026 წლის კონკურსზე საბოლოო შეფასებისა და დაჯილდოების სისტემა შესაძლოა 15-მდე ნომინაციასა და ქვენომინაციას მოიცავდეს.
Media Library — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.comგამჭვირვალე და პროფესიული შეფასების სისტემა
კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ობიექტური, გამჭვირვალე და პროფესიული შეფასების სისტემა. კონკურსზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი ვებგვერდზე განთავსებულია ინდივიდუალური ნომრით და ვიზუალურად ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.
ნამუშევრების შეფასება განხორციელდა სპეციალური კოდირებული სისტემის გამოყენებით. საერთაშორისო პროფესიული ჟიურის თითოეულ წევრს ჰქონდა კონკურსში წარმოდგენილი მასალების შეფასების შესაძლებლობა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 10 ბალიანი შეფასების სისტემით. ამასთანავე, ჟიურის თითოეულ წევრს ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება, რაც შეფასების პროცესში თანაბარი პირობებისა და პროფესიული მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას ემსახურება.
Lisi House — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.comსაერთაშორისო პროფესიული ჟიური
კონკურსის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტებულია როგორც ქართველი პროფესიონალებით, ასევე წარმატებული და პრაქტიკოსი არქიტექტორებითა და ურბანისტებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან და აზერბაიჯანიდან, რაც კონკურსის შეფასების პროცესს საერთაშორისო პროფესიულ მასშტაბს და მრავალფეროვან ხედვას სძენს.
Single-family house — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.comპროფესიული ჟიურის შეფასებასთან ერთად კონკურსის მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი ჩართულობა. კონკურსის ვებგვერდზე განთავსებული პროექტების შეფასების შესაძლებლობა საზოგადოებას საშუალებას აძლევს, საკუთარი დამოკიდებულება და არჩევანი დააფიქსიროს.
რეგიონული აეროპორტი ამბროლაურში — ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი. წყარო - archiaward.com2026 წელს კონკურსზე წარმოდგენილი იქნა 200-მდე ნამუშევარი. პროექტები მრავალფეროვანია როგორც არქიტექტურული მიმართულებების, ისე მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიის თვალსაზრისითაც.
კონკურსში მონაწილეობენ არქიტექტორები, დიზაინერები და სტუდენტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:
2026 წლის კონკურსის თითოეულ ნომინაციასა და ქვენომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრები და მათი ავტორები ოფიციალურად გამოცხადდებიან 2026 წლის 31 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე სასტუმრო „გრანდ მეტეხი თბილისი პალასის“ საპრეზენტაციო დარბაზში.