1770483976
ხშირად ხდება, რომ ჟურნალის გარეკანიდან ან სხვადასხვა ვებგვერდიდან გადმოტანილი იდეალური ინტერიერის დიზაინი რეალურ ცხოვრებაში მოუხერხებელი აღმოჩნდება. დიზაინი მხოლოდ ვიზუალი კი არა, გარემოსა და ადამიანის ურთიერთქმედების მეცნიერებაა. თუ სახლი ლამაზია, მაგრამ იქ ყოფნა გღლით, ე. ი. სადღაც ერგონომიული შეცდომაა დაშვებული.
გთავაზობთ, 5 გავრცელებულ შეცდომას, რომელიც კომფორტს ანადგურებს:
ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ინტერიერში დავუშვათ, არის ოთახის ცენტრში დაკიდებული ერთი ჭაღის იმედად ყოფნა. ეს ქმნის „ბრტყელ“ განათებას, ტოვებს ბნელ კუთხეებს და თვალს ღლის.

ლამაზი დივანი შეიძლება მაღაზიაში იდეალურად ჩანდეს, მაგრამ თქვენს მისაღებ ოთახში ის ან ძალიან პატარა აღმოჩნდეს, ან მთელი სივრცე „შთანთქოს“.

ეს ის შემთხვევაა, როცა სკამი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, მაგრამ მასზე 10 წუთზე მეტხანს ჯდომა შეუძლებელია, ან თეთრი ხალიჩა, რომელიც პირველივე დღეს კარგავს სახეს.
„დიზაინი არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ნივთი. დიზაინი არის ის, თუ როგორ მუშაობს ის“, — სტივ ჯობსი.

ბევრი დეკორატიული ნივთი, ღია თაროები და უამრავი წვრილმანი თვალსაჩინო ადგილას არის კომფორტის მთავარი მტერი. ტვინი ვერ ისვენებს, როცა გარემო გადატვირთულია დეტალებით.

ხშირად მინიმალისტურ ინტერიერში ავიწყდებათ რბილი ზედაპირების მნიშვნელობა. თუ ოთახში ბევრია ბეტონი, მინა და მეტალი, ჩნდება ექო, რაც საუბარსა და დასვენებას დამღლელს ხდის. პრობლემის მოსაგვარებლად დაამატეთ ტექსტილი — ფარდები, ბალიშები, ხალიჩები. ისინი შთანთქავენ ხმას და ქმნიან აკუსტიკურ ბალანსს, რაც სახლს სიმყუდროვეს შემატებს.