1727385000

ჭკვიანი სახლები მომავლიდან - რომელი ფუნქციის გამარტივებაა ყველაზე მოდური მსოფლიოში

სახლი

ავტორი

ნინი მეტრეველი

რას წარმოვიდგენდით, თუ ის, რასაც ადრე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ვხედავდით, არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდებოდა? შეგვიძლია, აღარ ვეძებოთ ჩანთაში ჩაკარგული გასაღები ან სინათლის ჩამრთველი ჩაბნელებულ დერეფანში. ასეთი საკითხების მოგვარება სიტყვების ან ციფრების მარტივი კომბინაციითაა შესაძლებელი. ჯერ განვითარებულ ქვეყნებში, ახლა კი უკვე საქართველოშიც, ჭკვიანი სახლები არა განსაკუთრებული ფუფუნება, არამედ ყოველდღიური კომფორტია.

2024 წელს ჭკვიან სახლებს ბევრი ახალი ფუნქცია დაემატა, თუმცა პოპულარობის რეიტინგში მოწინავე ადგილს ერთ-ერთი პირველი ინოვაცია - ხმოვანი ასისტენტი იკავებს.

ხმოვანი ასისტენტი

Amazon Alexa, Google Asistant, Siri by Apple - მომხმარებელს ხმოვან ასისტენტს სხვადასხვა კომპანია სთავაზობს, გააჩნია, რომელი ოპერაციული სისტემის ერთგული ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხმოვანი ასისტენტი ჭკვიანი სახლის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. ახალი და საინტერესო ისაა, რომ ხმოვან ასისტენტებს მხოლოდ მარტივი ბრძანებების შესრულება არ ევალებათ - შუქის ანთება, ტემპერატურის დარეგულირება და ა.შ. დროთა განმავლობაში ისინი სწავლობენ მომხმარებლის რუტინას, წინასწარ განსაზღვრავენ მათ პერსონალურ საჭიროებებს და შეუძლიათ, მაქსიმალური კომფორტი ბრძანების გარეშეც შექმნან. დააყენონ მაღვიძარა ჩვეულ დროს, ჩართონ ყავის აპარატი, ან ზაფხულში, სახლში დაბრუნებამდე, კონდიციონერით გაგრილებული მისაღები ოთახი დაგვახვედრონ.

ჭკვიანი საკეტები

გაიხსენეთ, რამდენჯერ გინატრიათ სახლის გასაღების დამატებითი კომპლექტი, რომელსაც ყოველი შემთხვევისთვის დაუტოვებდით მეზობელს, მეგობარს, ახლობელს; ან რამდენჯერ დაგრჩენიათ სახლის გასაღები სამსახურში; ან, თუნდაც, უკვე ძალიან შორს წასულს რამდენჯერ გინერვიულიათ იმაზე, ჩაკეტეთ თუ არა სახლის კარი? ყველა ამ პრობლემას ჭკვიანი საკეტი მარტივად აგვარებს. სახლის კარს, გასაღების ნაცვლად, თქვენ მიერ შერჩეული კოდით აღებთ. კოდი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ, ან დისტანციურად დააგენერიროთ ერთჯერადი. სახლიდან გასვლისას კი კარი ავტომატურად ჩაიკეტება.

ჭკვიანი სახლის ეს ფუნქცია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით და მისი ფასი მაღალი ხარისხის მექანიკური საკეტის ფასისგან დიდად არ განსხვავდება.

ჭკვიანი თერმოსტატი

უსაფრთხოების სისტემები

სახლების უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა, ცხადია, სიახლე არ არის. თუმცა 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდა სათვალთვალო კამერები, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. ასეთი ტიპის სისტემები, სხვა საინტერესო ფუნქციებთან ერთად, სახის ამომცნობსაც გვთავაზობს. ეს ფუნქცია კი უსაფრთხოების ხარისხსაც ზრდის და სისტემის მართვასაც ამარტივებს.

ცხადია, ამ ძირითადი ფუნქციების გარდა, ჭკვიანი სახლები გვთავაზობს განათების ავტომატურ სისტემებს, ჩვენს გემოვნებაზე მორგებულ გასართობ ფუნქციებს; შესაძლებლობებს, რომ ჩვენს სახლში არსებულმა ტექნიკამ წინასწარ გაგვაფრთხილოს, რომელი ნაწილი გაუფუჭდება უახლოეს მომავალში და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთჯერადად ჩადებული ინვესტიციით, კომფორტთან ერთად, თვალსაჩინო ეკონომიასაც ვაკეთებთ.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები