1730890969

ხალიჩა — დეტალი, რომელიც მისაღებ ოთახს გამოაცოცხლებს

ხალიჩა

ავტორი

ნინი მეტრეველი

ხალიჩა, რომელიც საქართველოში სულ რაღაც 30 წლის წინ მისაღები ოთახების განუყოფელი ნაწილი იყო, ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინში იშვიათად გვხვდება. მიზეზად, შეიძლება დასახელდეს მისი არაპრაქტიკულობა — მოვლა, წმენდა და ა. შ. არადა, სივრცეში ფერადი, შთამბეჭდავი ხალიჩის შემოტანით, შეგვიძლია სრულად შევცვალოთ განწყობა და სტილი. სხვადასხვა ტექსტურა, პრინტი და ფერი საერთო ინტერიერზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ხალიჩის შერჩევისას, არ არის აუცილებელი, ამ აქსესუარის ვიზუალი ინტერიერის დიზაინის სტილს ემთხვეოდეს. პირიქით, მკვეთრი კონტრასტი, გარკვეულწილად, დაუვიწყარ შთაბეჭდილებასაც ახდენს. მაგალითად, მინიმალისტურ სტილს თავისუფლად შეგვიძლია მოვუხდინოთ ვინტაჟური ხალიჩა.

შეუზღუდავია არჩევანი ფერების თვალსაზრისითაც. ხალიჩა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი, რეალურად კონცეფციას კრავს. სიჭრელეს სივრცეში ხალისი და დადებითი განწყობა შემოაქვს.

თუმცა, მისაღებ ოთახში იდეალური ხალიჩის შერჩევისთვის, რამდენიმე დეტალი მაინც გასათვალისწინებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ დეკორატიული ელემენტით ოთახში მკვეთრი კონტრასტი შექმნათ, მაშინ ხალიჩის ფერი რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს როგორც კედლების, ისე ძირითადი ავეჯის ფერებისგან. ჰარმონიული გარემოს მისაღებად კი ეცადეთ, ხალიჩის ძირითადი, ან ორნამენტების ფერები ოთახში არსებული დეკორაციების — სანათის, ნახატების, ან ფარდების ფერს ემთხვეოდეს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მისაღები ზედმეტად სადა და მინიმალისტურია, მაშინ ეძებეთ ხალიჩა შთამბეჭდავი, თქვენი გემოვნების შესაფერისი პრინტით — იქნება ეს გეომეტრიული ფიგურები, ორნამენტები, ყვავილები, თუ, უბრალოდ, აბსტრაქცია. მნიშვნელოვანია, იფიქროთ ხალიჩის ზომაზეც. დიდი ხალიჩა ოპტიკურ ილუზიასაც ქმნის და ოთახს მეტ სივრცეს აძლევს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები