1749824940

ისტორიები და ინსპირაცია ხვალინდელი დღისთვის — ZEG Storytelling Festival-ი თბილისში

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თუ მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის ან კინოს ინდუსტრიას წარმოადგენთ, ან თუ უბრალოდ ამბის თხრობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, კალენდარზე 13-15 ივნისი უკვე აუცილებლად მონიშნული უნდა გქონდეთ და ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალ ZEG-თან შესახვედრად მზად უნდა იყოთ.

ტრადიციულად, უკვე მეხუთედ, Coda Story-სა და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებული ფესტივალი გამორჩეულ და შთამაგონებელ ამბებსა და იმ ისტორიების მოძიებას გპირდებათ, რომლებიც სწორედ ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი.

ფესტივალი წელს კიდევ უფრო გრანდიოზულია. აერთიანებს არა მხოლოდ დისკუსიებს, ვორკშოფებსა და სესიებს, არამედ ფილმების ნახვის, შემეცნებით ტურებისა და არაფორმალურ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობასაც გაძლევთ.

ფოტო - ZEG Storytelling Festival-ის ოფიციალური გვერდიდან

ფესტივალის გახსნის დღეს სხვადასხვა სივრცე დაეთმო მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც საუბრობდნენ მნიშვნელოვან თემებზე. თემატიკა მრავალფეროვანია, მრავალფეროვანია მომხსენებელთა სიაც. მსოფლიოს ახალი პერსპექტივების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გარეშე ფესტივალი ვერ ჩაივლის, თუმცა გენდერული თანასწორობა და ქალთა ლიდერობა თემების მრავალფეროვან ჩამონათვალშია. ორგანიზატორებს არც მხატვრობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, მედია, ფოტოგრაფია, კინო და მედიცინა დავიწყებიათ. ერთი სიტყვით, ZEG-ის ორგანიზატორებმა ინსპირაცია ყველა ადამიანისთვის შექმნეს.

ფოტო - ZEG Storytelling Festival-ის ოფიციალური გვერდიდან

120-ზე მეტ მომხსენებელს შორის ნობელიანტი ეკონომისტი, ჯოზეფ სტიგლიცი და ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი, პლატონია. ჟურნალისტიკისა და მედიის წარმომადგენლებისთვის The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის „The Moth and the Mountain“ ავტორი, ედ სიზარიც იქნება წარმოდგენილი. წამყვანი ამერიკელი პედიატრი, სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში, მხოლოდ მედიკოსების ინტერესს როდის მიიპყრობს. ლიტერატურითა და ფილმებით გატაცებულებისთვის მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმების „How Moving” და „River Fork”, ადამ ფეიზი იქნება საინტერესო. ჩამონათვალშია ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი, ალეხანდრო არავენა; შეხვდებით სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების „Veep“-ის და „სტალინის სიკვდილის“ ავტორს, არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს, ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.

ფოტო - ZEG Storytelling Festival-ის ოფიციალური გვერდიდან

მთლიანობაში, ფესტივალის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში ოთხი პანელური განხილვა მოეწყობა. გამორჩეულია ჯო საბიას და მაკუნა თავბერიძის საუბარი თემაზე „კრეატიული ხმის ძიება ამბის თხრობისას“.

მხოლოდ განხილვა რა საკითხავია და ამ დისკუსიაზე იმასაც გაიგებთ, როგორ უნდა შექმნა იმედის მომცემი ნარატივი, როდესაც სამყარო უიმედოდ გამოიყურება. თუ ის გაინტერესებს რა განსხვავებაა ნამდვილ შთაგონებასა და ცარიელ სამოტივაციო სიტყვებს შორის, ფესტივალზე ამასაც მოისმენ.

ფოტო - ZEG Storytelling Festival-ის ოფიციალური გვერდიდან

ფესტივალის მხარდამჭერი თიბისი, რომელმაც სულ ახლახან, ახალი გზავნილი „მთავარია გჯეროდეს“ გაახმოვანა, გვარწმუნებს, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ჰოდა, თუ ყველა ამ სიკეთით გინდა ისარგებლო, თუ გინდა გაიგო სირთულეები და გამოწვევა როგორ გადალახო, როგორ დაინახო სხვისი ამბავი და მერე ის სხვას გაუზიარო, ZEG-ს აუცილებლად უნდა ესტუმრო.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები