1730365680

მაღალტექნოლოგიური სამზარეულო — როგორ გავიმარტივოთ ყოველდღიურობა

მაღალტექნოლოგიური სამზარეულო

ავტორი

ნინი მეტრეველი

სამზარეულო არის სივრცე, რომელიც ბინაში ყოველთვის ყველაზე რთული დასაპროექტებელია. სივრცის ოპტიმალური ათვისება, სათავსოების გადანაწილება, ტექნიკის განლაგება დაგეგმარების პროცესში საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

სამზარეულოს მოწყობის პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ტექნიკის შერჩევაა. 2024 წლის მთავარი ტრენდია სამზარეულოს თანამედროვე საჭიროებებზე მორგება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავიმარტივოთ ყოველდღიურობა კერძების მომზადებისას და ჭურჭლის დასუფთავებისას. ამ მიმართულებით, ბაზარზე არჩევანი საკმაოდ დიდია.

ჭკვიანი ღუმელები

დრო რომ აჩქარდა და თითოეული წუთი ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამას ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები დიდი ხანია მიხვდნენ და ყოველწლიურად გვთავაზობენ პროდუქტებს განახლებული ფუნქციებით. ჭკვიანი ღუმელის გამოყენება დროის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. ასეთი ღუმელები აღჭურვილია Wi-Fi სისტემით, რაც საშუალებას გვაძლევს, დისტანციურად დავაყენოთ ღუმელის ტემპერატურა, ტაიმერი და თვალი ვადევნოთ კერძის მზადების პროცესს. ზოგიერთ ღუმელს წინასწარ დაპროგრამებული რეცეპტიც კი აქვს ჩაშენებული და ფაქტობრივად, კერძი ხშირ შემოწმებას აღარ საჭიროებს.

თუ ასეთ ღუმელს დაუმატებთ ჭკვიან სარეცხ მანქანასაც, თავისუფლად შეძლებთ, ორი საქმე ისე გააკეთოთ, რომ თავად დიდად არ შეწუხდეთ.

მრავალფუნქციური მაცივრები

2024 წელს, მაცივრის ფუნქციები მხოლოდ პროდუქტების შენახვით არ შემოიფარგლება. ჭკვიან მაცივრებს, სენსორული ეკრანებითა და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით, შეუძლიათ განაახლონ თქვენი საყიდლების სია, შემოგთავაზონ კერძების რეცეპტები, რომლებსაც არსებული პროდუქტებით შექმნიდით, შეგატყობინონ, რომ კონკრეტული პროდუქტები ფუჭდება და გადასაყრელია. ზოგიერთ მოდელს შუშის კარი აქვს, რათა დაზოგოთ ენერგია და პროდუქტების რაოდენობა კარის გაღების გარეშე გადაამოწმოთ.

წვრილი ტექნიკა

ხელოვნური ინტელექტი და Wi-Fi ინტეგრირებულია არა მხოლოდ მსხვილ, არამედ წვრილ ტექნიკაშიც. მაგალითად, ჭკვიანი ბლენდერით გაზომავთ ინგრედიენტების საჭირო რაოდენობას. ჭკვიანი ყავის აპარატი, Wi-Fi-სთან წვდომის წყალობით, საძინებლიდან გამოსვლამდე დაგისხამთ ყავას. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ის პროცესი, რაც თქვენს დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა, შეგიძლიათ ტელეფონის აპლიკაციით მართოთ.

რობოტი მტვერსასრუტი

დაბოლოს, კერძების მომზადების შემდეგ სამზარეულოს მილაგება კიდევ ერთი საქმიანობაა, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს. რობოტი მტვერსასრუტის წყალობით, ამ საქმის ნახევარს ჩვენს ნაცვლად, ტექნიკა გააკეთებს. ერთადერთი, რაც გევალებათ, რობოტის ტელეფონის აპლიკაციით მართვაა.

ეს ჭკვიანი მოწყობილობა თანამედროვე სახლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ატრიბუტია, რომელიც თქვენ მაგივრად ზრუნავს იატაკის სისუფთავეზე. ის ერთგული და პრაქტიკული დამხმარეა, დაუზარებლად მუშაობს და გაძლევთ მეტ თავისუფალ დროს, რათა ფოკუსირდეთ უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ან უბრალოდ დაისვენოთ.

რობოტი მტვერსასრუტი აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ნავიგაციაში ეხმარება. ის იცნობს ოთახების განლაგებას, თავს არიდებს ავეჯსა და სხვა დაბრკოლებებს და განსაზღვრავს ყველაზე ოპტიმალურ გზას იატაკის დასასუფთავებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საყვარელი ფილმის ყურების შეწყვეტა არ გიწევთ მოწყობილობის დენის წყაროზე შესაერთებლად, რადგან რობოტი მტვერსასრუტი თავად ბრუნდება დასამუხტ „სადგურზე“.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები