1734334860
ავტორი
მეკო მეტრეველი
სახლში დატვირთული, ფუნქციური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხე სამზარეულოა, რომელიც გარდა საკვების მომზადებისა, ოჯახური შეკრებებისთვის და მეგობრების თავშეყრისთვის გამოიყენება. როდესაც სახლის დიზაინზე ვსაუბრობთ, აუცილებელია იგი ერთიანად აღვიქვათ და თითოეულ ოთახს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, მათ შორის სამზარეულოსაც, რომელიც შეიძლება ითქვას, სრულფასოვანი საცხოვრებლის ცენტრალური ზონაა. ინტერიერის დიზაინის ტიპები განსხვავებულია, შესაბამისად მრავალფეროვანია ოთახების მოწყობის სტილისტიკა, ამიტომ დღევანდელ სტატიაში სამზარეულოს დიზაინის თემას შევეხებით და მის სტილზე, ტენდენციებსა და მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.
მაქსიმალურად ესთეტიკური, კომფორტული და მოსახერხებელი სივრცის მოსაწყობად მნიშვნელოვანია სამზარეულოს დიზაინის ტიპის სწორად შერჩევა, რაც პირველ რიგში, ხელს შეუწყობს მის ფუნქციურობის და ერგონომიკის ზრდას, რათა ოთახი მცხოვრებლებზე მორგებული, ყველასათვის ხელსაყრელი იყოს. ასევე, სამზარეულოს დიზაინის ტიპები და მათი სწორად განსაზღვრა გვეხმარება სივრცის სრულად ათვისებაში, პატარა სამზარეულოს დიზაინის შემთხვევაში კი მის ოპტიმიზაციაში. ამასთან, სწორად შერჩეული სამზარეულოს დიზაინის ტიპები აუმჯობესებს ინტერიერის იერსახეს და მას მიმზიდველობას მატებს.
გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამზარეულოს დიზაინის ტიპი:
კუნძულის ტიპის სამზარეულო თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი პოპულარული მოდელია. უახლესი ინტერიერის დიზაინის ტიპები ხშირად სწორედ ამგვარი სამზარეულოებით არის გაფორმებული, რომელიც მართკუთხა ან კვადრატის ფორმის ცალკე მდგომ, სამუშაო ზედაპირის მქონე ავეჯის ელემენტს გულისხმობს და კუნძულის სახელით არის ცნობილი. ის ძირითადად სამზარეულოს ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და ყველა მხრიდან მარტივად ხელმისაწვდომია. კუნძულის ზედაპირზე შესაძლებელია როგორც საკვების მომზადება, ასევე მისი სათავსოდ და სასადილო მაგიდად გამოყენება, რის გამოც ასეთი ტიპის სამზარეულო ძალიან მრავალფუნქციურია.
სამზარეულოს დიზაინის ტიპებს შორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კუთხის სამზარეულოს დიზაინი, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის სივრცეს ადვილად ერგება და პატარა სამზარეულოებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. კუთხის სამზარეულოს დიზაინი სამუშაო ზედაპირისა და კარადების განლაგების მიხედვით „L“ და „U“ ფორმას ქმნის და მიმდებარე კედლის გასწვრივ ეწყობა.
„L“ ფორმის კუთხის სამზარეულოს დიზაინი ორი კედლის გასწვრივ 90 გრადუსიანი კუთხით არის განთავსებული, სამუშაო ზედაპირები კი გვერდიგვერდაა განლაგებული.
„U" ფორმის კუთხის სამზარეულოს დიზაინი მოიცავს ორი კედლის კუთხის გარდა მესამე კედელს ან ნახევრად დახურულ სივრცეს, რომელიც იზოლირებულ სამუშაო ზონას ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ „L“ ფორმის კუთხის სამზარეულოს დიზაინი რეკომენდებულია საშუალო ან პატარა სამზარეულოებისთვის, „U“ ფორმის კუთხის სამზარეულოს დიზაინი კი უფრო დიდ მოცულობაზეა გათვლილი.
პარალელური ტიპის სამზარეულო ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი სამუშაო ზონისგან შედგება, რომელთაგან ერთი შესაძლოა საჭმლის მოსამზადებლად, გაზქურისა და ნიჟარის მონტაჟისთვის იქნეს გამოყენებული, მეორე კი - ტექნიკისა და სათავსოების განსათავსებლად. ამგვარი ტიპის სამზარეულო კარგად ერგება ვიწრო და გრძელი ფორმის ოთახებს და ორგანიზებულ, პრაქტიკულ, მოსახერხებელ ზონას განაპირობებს.
სწორხაზოვანი სამზარეულო კლასიკური და ყველაზე მარტივი სამზარეულოს ტიპია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ესადაგება და ერთი კედლის გასწვრივ, ერთ ხაზზეა განლაგებული. ამგვარ მოდელში სამზარეულოს სამუშაო ზონა, სათავსო თუ ტექნიკა ერთადაა თავმოყრილი და ერთიან სტრუქტურას უზრუნველყოფს.
ბინის მოწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს თუ საქმე მცირე ზომის სივრცეებს ეხება, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ პატარა სამზარეულოს დიზაინზე. ასეთ დროს პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ სივრცის ოპტიმიზაციაზე, მის სრულად ათვისებასა და ერგონომიკის უზრუნველყოფაზე. დიზაინი პატარა სამზარეულოსთვის ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ოთახის უკეთესად მოწყობასა და დაგეგმარებაში დაგეხმარებათ:
სხვადასხვა ტიპის ინტერიერისთვის განსხვავებული სამზარეულოს დიზაინი და ფერებია საჭირო, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებს, სტილსა და გემოვნებას ერგება. სამზარეულოს დიზაინებიდან აღსანიშნავია რამდენიმე მიმართულება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს:
მინიმალისტური დიზაინი — მარტივი, მსუბუქი გადაწყვეტებით და მინიმალისტური ფორმებით ხასიათდება. სამზარეულოს ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციური, ნაზი და ერთიანია. სივრცე ზედმეტი დეკორით არ არის გადატვირთული და უპირატესობა ღია ფერებს ენიჭება. ასევე ამ მიმართულებაში ძირითადად თეთრი სამზარეულოს დიზაინი გამოიყენება, რადგან სივრცეს სიმსუბუქეს მატებს, ელეგანტურ იერს სძენს და სუფთა, ორგანიზებულ გარემოს უზრუნველყოფს.
სკანდინავიური დიზაინი — სამშენებლო მასალები სამზარეულოსთვის სკანდინავიურ დიზაინში მარტივი შესარჩევია, რადგან აღნიშნული მიმდინარეობა უმეტესწილად ბუნებრივი ფაქტურებით, ხის მასალითა და ნატურალური ტექსტილების სიხშირით ხასიათდება. ამასთან ერთად, თეთრი სამზარეულოს დიზაინი სკანდინავიურ სტილშიც აქტუალურია, რადგან ის ხელს უწყობს სივრცის მეტად განათებას და უფრო ნათელი, ფართო, სასიამოვნო გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.
რეტრო სტილი — რეტრო სტილი 1950-70-იანი წლების დიზაინით არის შთაგონებული და ფერთა სიმრავლით, კონტრასტულ ტონებით, კლასიკური ავეჯით და თანამედროვე დეკორის შერწყმით ხასიათდება. რეტრო სტილის სამზარეულო თბილ ატმოსფეროს განსაზღვრავს და ფერადი, ვინტაჟური, ქრომირებული ელემენტებით გამოირჩევა, რომლებიც ნებისმიერ სეზონს უხდება და განსაკუთრებით საახალწლო პერიოდს, საახალწლო დიზაინი სახლისთვის ინტერიერს ამშვენებს. რეტრო სტილის არჩევის შემთხვევაში ის ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას მოგცემთ და ავთენტიკური, განსხვავებული, ორიგინალური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი — თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი მრავალფუნქციური ელემენტებით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და დახვეწილი ესთეტიკური დეტალებით ხასიათდება, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირს ქმნის. მასალების თვალსაზრისით აქცენტი აქაც ხის ფაქტურებსა და ბუნებრივ ტექსტილზე კეთდება, ფერები კი მრავალფეროვანი ტონებით, მონოქრომული თუ კონტრასტული შტრიხებით გამოირჩევა. თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი ფოკუსირებულია სწორ ზედაპირებზე, მარტივ ფორმებზე, მაღალხარისხოვან ქვაზე, უჟანგავ ფოლადზე, შუშასა და ხის მასალებზე. ამასთანავე, თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი ღია სივრცეებით, სამზარეულოსა და მისაღები ოთახების გაერთიანებით, გახსნილი ზონებით ხასიათდება.
თანამედროვე ინტერიერი სამზარეულოს დიზაინში ჭკვიანი სისტემებით, ენერგოეფექტური მოწყობილობებით, LED განათებებით და ჩაშენებული ტექნიკით არის დაკომპლექტებული, რის გამოც ის თანამედროვე ცხოვრების წესს სრულად ერგება და პრაქტიკული, ესთეტიკური თვალსაზრისით იდეალურ სივრცეს ქმნის.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300