1780672440
თბილისი მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც გუშინ გაიხსნა, ხვალ დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.“
დედაქალაქის მერმა ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებასა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
რაც შეეხება მდგრადი განვითარებას, კახა კალაძის თქმით, ეს მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. “ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები; ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება”.

ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისი რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება და ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები წვლილს შეიტანს ქვეყნის უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
ფორუმზე განხილვის თემებს შორისაა მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის ფორმირება და განათლების როლი. პანელებზე მსჯელობენ ურბანულ განვითარებასა და სატრანსპორტო რეფორმაზე, ინვესტიციებსა და უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივებზე, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენაზე, დიდი ჰესების როლზე ენერგოდამოუკიდებლობაში. შეხვედრებზე ასევე განიხილება ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის, სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა.