1727261100

უძრავი ქონება ციფრებში

ბიზნესი

მიგრანტების ეფექტი, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

სექტორი მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების სექტორში 47 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კაპიტალდაბანდება 143%-ით არის გაზრდილი, მთლიანობაში კი იანვარ-ივნისში სექტორმა 66.5 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა (წლიური ზრდა 69%).

ქოლიერს ჯორჯიას მონაცემებით, აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული, ბაზრის ზომა კი კვლავ ინარჩუნებს ზრდის ტრენდს და 230 მლნ დოლარს აღწევს. უმეტესად მოთხოვნა ახალ პროექტებში იზრდება, ფასები კი უძრავ ქონებაზე (როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში) საშუალოდ 9-10%-ით არის მომატებული.

თუ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დავეყრდნობით, მშენებლობის გაძვირება ძირითადად სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას უკავშირდება, მაგალითად, ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის 7.8%-იანი ზრდა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. ხელფასები წლიურად 24.5%-ით არის გაზრდილი. ძვირდება სამშენებლო მასალებიც, ივლისში ფასები 3.3%-ით არის გაზრდილი.

მშენებლობა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სექტორია, ოფიციალური მონაცემებით, აპრილ-ივნისში სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება თითქმის 14%-ით გაიზარდა და საშუალოდ 2 946 ლარს მიაღწია.

იზრდება მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობაც. მთლიანობაში ქვეყანაში 2024 წლის იანვარ-ივნისში 5.393 მლნ კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 594 ნებართვაა გაცემული (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი). ნებართვების თითქმის 48% კვლავინდებურად დედაქალაქზე მოდის. ნებართვები კი ძირითადად გაცემულია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები