1727346000

მოდა არქიტექტურაშიც ბრუნავს - არქიტექტურის დიზაინში ყველაზე ტრენდული ისტორიული სტილია

მოდა 4

ავტორი

ნინი მეტრეველი

ტურისტების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს იმ ქალაქის არქიტექტურა, რომელსაც ისინი სტუმრობენ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში, რაც უფრო ძველია შენობა, მით უფრო მძაფრია შთაბეჭდილებებიც. ბოლო პერიოდში სიძველე მნიშვნელოვანი გახდა იმ არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისთვისაც, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მიმართულებით მუშაობენ. მოდა არქიტექტურაშიც ბრუნავს და კლასიკა ამ სფეროშიც საკმაოდ მიმზიდველია.

როგორც პროფესიონალი არქიტექტორები ამბობენ, თანამედროვე დიზაინში მინიმალიზმი დომინირებს. ამ დროს ისტორიული არქიტექტურა მეტ სითბოს, ინდივიდუალიზმსა და სიმდიდრეს გამოხატავს, რაც დამკვეთისთვის შესაძლოა, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდეს.

დარგის ექსპერტები რამდენიმე ძირითად ელემენტს ასახელებენ, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადია:

ბუნებრივი მასალები

ხე, ქვა და აგური - ამ მასალების ლესვისა თუ შელამაზების გარეშე გამოყენება ქმნის განსაკუთრებულ ინტერიერს. ასეთი გარემო მკვეთრად გამოხატავს სახლის მფლობელის ხასიათს. გარდა ამისა, შეფუთვის გარეშე ბუნებრივი მასალების წარმოჩენა სიმყუდროვის გარანტიაცაა.

დეკორატიული ფასადები

ექსტერიერსა და ინტერიერშიც დეკორატიული კედლები თუ ფასადები, ცხადია, კლასიკასთან ასოცირდება. თუმცა შესაძლოა, ასეთ დეტალებს უკვე ახალაშენებულ შენობებშიც შეხვდეთ. სახლის გარე ფასადიდან დაწყებული, ფარდის საკიდებით დამთავრებული, დეკორატიული ორნამენტების დატანა შესაძლებელია ყველგან. ასეთი დეტალები სიმდიდრისა და დახვეწილობის ხაზგასასმელად გამოიყენება.

აღორძინების ხანის დეტალები

სიმეტრიული განლაგება, ფართო კიბეები მოჩუქურთმებული მოაჯირებით, ხის პანელები, მოხატული ჭერი - ეს ყველაფერი ერთად საუკუნეების წინანდელ პერიოდში გვამოგზაურებს, მაგრამ, როდესაც ამ დეტალებიდან რომელიმეს თანამედროვე დიზაინთან გავაერთიანებთ, საინტერესო, განსხვავებულ და გემოვნებიან სივრცეს მივიღებთ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არქიტექტორები შთაგონებას უმეტესად აღორძინების ხანის პერიოდიდან იღებენ, რათა ახალი, შთამბეჭდავი სივრცეები შექმნან. რენესანსის არქიტექტურის თანამედროვე გარემოსთან შერწყმა, შეიძლება ითქვას, ახალი ტენდენციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პერიოდი, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, სინთეზი მაინც იდეალურია. სიძველე სიმყუდროვისა და ნოსტალგიის შეგრძნებას გვიჩენს და, ალბათ, სწორედ ამიტომაც სურს დამკვეთთა უმეტესობას, საკუთარ სივრცეში, თანამედროვე სტილთან ერთად, კლასიკაც შემოიტანოს.

მსგავსი სიახლეები

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები