1740926760

თბილისის თვითმმართველობის საწყისები და განვითარების ისტორია

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

თბილისის თვითმმართველობა, რომელიც ქალაქის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის უმთავრესი ორგანოა, დღეს სახალხო არჩევნების გზით ფორმირდება და წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს, აღმასრულებელი პირის — მერის და თბილისის რაიონების გამგებლების მეშვეობით იმართება. თვითმმართველობის სისტემამ ამჟამინდელ მდგომარეობამდე საინტერესო და გრძელი გზა გაიარა, მისი პირველადი ნიშნები, ისტორიული წყაროების მიხედვით, არაბთა მმართველობის პერიოდში, თბილისის საამიროს დროს გაჩნდა. არაბთა ამირას მმართველობის პარალელურად თბილისში წარმოიშვა ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი მმართველობითი სისტემა, რომელიცთბილელი ბერების" სახელით იყო ცნობილი. ისინი მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ და შესაბამისად ამირას კარზეც შეძლებული საზოგადოების ინტერესებს იცავდნენ.

ამირას მმართველობის დასუსტების შემდეგ, გარკვეული პერიოდითბილელი ბერები" ქალაქის ერთპიროვნული მმართველები გახდნენ, რომლებიც საგადასახადო, სასამართლო სისტემებს აწესრიგებდნენ, ჭრიდნენ საკუთარ მონეტას და ხელმძღვანელობდნენ ქალაქის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლების (1122 .) შემდეგ, „თბილელი ბერების“ მიერ მართული თვითმმართველობის სისტემა შეიცვალა.

უკვე შუა საუკუნეებიდან ჩნდება ადგილობრივი მმართველობის მოხელისიგივე მოურავის თანამდებობა, რომელსაც მეფე ნიშნავდა. მოურავები ქალაქის, პროვინციის მმართველები იყვნენ და ადმინისტრაციულ, სამეურნეო, სასამართლო ფუნქციებს ასრულებდნენ. მცირე ხნით (სანამ ერეკლე II- არ გააუქმა მრავალმოურავობა), ქალაქს ორი მოურავიც ზედამხედველობდაერთი მეფის მიერ დანიშნული, მეორე კი ეპისკოპოსის მიერ, რომელთა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გადასახადების აკრეფა და მოსახლეობის კონტროლი იყო.

მე-19 საუკუნეში, რუსული იმპერიის მმართველობის პერიოდში, ქალაქს ხელმძღვანელობდა . . პოლიცმაისტერი, რომელიც ქალაქის თავისა და პოლიციის უფროსის მოვალეობებს ასრულებდა. უკვე მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან თბილისში შეზღუდული თვითმმართველობის სისტემა აღდგა, რომელიც ქალაქის თავისა და 6 ხმოსნისგან შედგებოდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება კი მხოლოდ ეკონომიკურად შეძლებულ ფენას მიეცა.

1866 წლიდან თბილისის საზოგადოებრივი მმართველობის დებულება შემუშავდა, რის მიხედვითაც ზუსტად განისაზღვრა არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები. დაწესდა .. ქონებრივი ცენზი, რაც 25 წელს ზემოთ მყოფ ისეთ მამაკაცებს რთავდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომლებიც გარკვეულ უძრავ ქონებას, საცხოვრებელს ან სავაჭრო ობიექტს ფლობდნენ.

ასევე კენჭისყრის უფლება მიეცათ გადასახადების გადამხდელებსაცმასწავლებლებს, ექიმებს, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც უძრავი ქონების უქონლობის მიუხედავად, გადასახადებს იხდიდნენ. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული მოთხოვნა გამკაცრდა და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 1500 მანეთზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებს მიეცათ.

არჩევნების შედეგად ირჩეოდა 100 კაციანი საქალაქო საკრებულო, საიდანაც 8 კაცისგან შემდგარი საქალაქო სამართავი ორგანო იქმნებოდა, რომელსაც ქალაქის თავი ხელმძღვანელობდა. ამას ემატებოდა მეთვალყურის რწმუნებით აღჭურვილი ხელისუფლების მიერ დანიშნული პირიც.

1870 წელს ახალი საქალაქო დებულების" მიღების შედეგად, ამომრჩევლები 72 კაციან საქალაქო სათათბიროს ირჩევდნენ, რომელიც თავის მხრივ 3 კაციან აღმასრულებელ ორგანოსგამგეობას აყალიბებდა, რასაც ქალაქის თავი ხელმძღვანელობდა. საყურადღებოა ისიც, რომ ქალაქის თავი მხოლოდ 4 წლის თავზე ირჩეოდა. მაგალითად, 1875 წელს თბილისის ქალაქის თავად აირჩიეს ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, პუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი. სხვადასხვა დროს ქალაქის თავის თანამდებობა ასევე ეკავათ: . მატინოვს (რომელიც ოთხჯერ იყო არჩეული ქალაქის თავად), . თუმანიშვილს, . არღუთინსკის, . ჩერქეზიშვილს, . ხატიშვილს, . ჩხიკვიშვილს.

ხოლო ქალაქის საკრებულოს წევრები ისეთი ცნობილი ადამიანები იყვნენ, როგორებიც არიან: ივანე მაჩაბელი, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგი მესხი, გიორგი ქართველიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

საინტერესო იყო თვით კენჭისყრის პროცედურაც. არჩევნები სამ სხვადასხვა დღეს, სამ სხვადასხვა ადგილას იმართებოდა. ფარული საარჩევნო პროცესი კი საარჩევნო კენჭების მიხედვით წარიმართებოდა. ამიტომ ამომრჩევლებს —მეკენჭეებს", დეპუტატებს კი ხმოსნებს უწოდებდნენ. მოგვიანებით კენჭები სპეციალურმა საარჩევნო ბარათებმა ჩაანაცვლა. ხმოსნების არჩევის შემდეგ, სათათბიროს წევრები დებდნენ რუსულ და სომხურ ენებზე დაწერილ ფიცს, საბოლოოდ კი ხმოსნებს მართლმადიდებელი, კათოლიკე და გრიგორიანული სასულიერო პირები აკურთხებდნენ.

რაც შეეხება თვითმმართველობის საქმიანობას, მისი ფუნქცია ქალაქზე ზრუნვა, ქუჩებისა და მოედნების მოწესრიგება, ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ურბანული გარემოს დასუფთავება, წყალმომარაგებასა და კომუნალურ მეურნეობის უზრუნველყოფა იყო.

1917 წლის შემდეგ, დროებითი მთავრობის პერიოდში, ქალაქის თვითმმართველობის კუთხით არაერთი რეფორმა გატარდა. ამავე წელს დამტკიცდადროებითი წესები საქალაქო სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების წარმოებისა", რომლის მიხედვით, ქალაქის ხმოსნები უნდა არჩეულიყვნენ 1919 წლის 1 იანვრამდე. ასევე გაუქმდა ქონებრივი ცენზი. 1917 წლის 30 ივლისის არჩევნების შედეგად გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. ახლად არჩეული სათათბიროს თავმჯდომარედ ევგენი გეგეჭკორი, ქალაქის თავად კი ნიკოლოზ ელიავა დაინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თბილისის თვითმმართველობა ჩვეული რეჟიმით განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა თბილისის სათათბიროს სახელი თბილისის საბჭოს სახელით შეიცვალა. ამასთანავე, წევრთა რიცხვი 120-დან 90-მდე შემცირდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს მიეცა განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა, რომელიც 20 წლის ზემოთ თბილისში მცხოვრები ან მომუშავე პირი უნდა ყოფილიყო.

თბილისის საბჭოს პირველი სხდომა 1919 წლის 10 თებერვალს გაიმართა. ქალაქის თავად, მოურავად აირჩიეს ბენიამინ ჩხიკვიშვილი. სამწუხაროდ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თბილისის საბჭომ თვითმმართველობის მუშაობა ვეღარ შეძლო და ფუნქცია დაკარგა.

თბილისის თვითმმართველობის ფუნქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს დაუბრუნდა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის შედეგად ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ, მმართველობის ორგანოდ კი მერია და პრეფექტურა (ეს უკანასკნელი მალევე გაუქმდა) იქცა. 1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონისაქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ", რომლის მიხედვითაც თბილისში თვითმმართველობას წარმომადგენლობითი ორგანოთბილისის ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივ მმართველობასთბილისის მერია განახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

მკვლელი ფასადები

1740756660

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები