1732971420
ურბან მედია სოლიდარობას უცხადებს საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ კოლეგებსა და მოქალაქეებს. სამართალდამცველების მხრიდან ასეთი ძალადობა სცდება ყოველგვარ ზღვარს და არ ჯდება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებში.
ამ კრიტიკულ სიტუაციაში, გვსურს, გამოვუცხადოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებს. ვიხილეთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მძიმე დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რითაც, ფაქტობრივად, შეჩერდა ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ, განვითარებისა და მომავლისკენ.
საქართველოს მოქალაქეების არჩევანი იყო, არის და იქნება ევროპა და ამ არჩევანს ვერავინ შეგვაცვლევინებს.
1766166720
1765386120
1766772060
1766069895