1735884881
საცხოვრებლის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ფინანსურ რესურსს და დიდ მომზადებას საჭიროებს. უძრავი ქონება შესაძლებელია გაიყიდოს ახალაშენებული ან მშენებარე სტატუსით. თითოეული მათგანი განსხვავებული პირობებით, უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით ხასიათდება. დღევანდელ სტატიაში ყურადღებას მშენებარე ბინებზე გავამახვილებთ, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ბინის შეძენის მოქნილი პირობებია, მეორე მხრივ კი - სამშენებლო კომპანიების მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც ბინის მყიდველებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
მშენებარე ბინები ძირითადად შემდეგი ფაქტორებით ხასიათდება:
მშენებარე ბინების ფასები, უკვე დასრულებულ კომპლექსთან შედარებით, ბევრად დაბალია, რაც მშენებარე ბინებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. მშენებარე ბინის ფასები დამოკიდებულია პროექტირების ეტაპზე. მაგალითად, მშენებლობის ადრეულ პერიოდში მშენებარე ბინების ფასები, მყიდველის მოზიდვისა და დაინტერესების მიზნით, დაბალია. მშენებლობის ზრდასა და განვითარებასთან ერთად კი ობიექტის ღირებულება იმატებს. ამასთან, მშენებარე ბინების ფასები დამოკიდებულია კომპლექსის ადგილმდებარეობაზე, ინფრასტრუქტურის ხარისხზე, კვადრატულ მეტრზე და თავად დეველოპერის რეპუტაციაზე. ეს უკანასკნელი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასანდო კომპანიებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, მოხდეს მშენებლობის გახანგრძლივება და ფინანსური ზარალის მიღება. ამიტომ უმჯობესია სამშენებლო ბაზარი კარგად შეისწავლოთ, მოძებნოთ მინიმუმ Top 10 სამშენებლო კომპანია და თქვენთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია სწორედ მათ ანდოთ.
მშენებარე ბინების კიდევ ერთი უპირატესობა გადახდის მოქნილი პირობებია. დეველოპერები ხშირად უძრავი ქონების მაძიებლებს განსხვავებულ და მოქნილ გადახდის გრაფიკს სთავაზობენ, რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის ბინის შეძენას. საბოლოოდ, მშენებარე ბინები განვადებით შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ერთჯერადი გადახდა, თუმცა ეს გაცილებით ამარტივებს მშენებარე ბინის შეძენას.
მაგალითად, დეველოპერულმა კომპანიამ შეიძლება შემოგთავაზოთ მშენებარე ბინები განვადებით სხვადასხვა პირობით — გრძელვადიანი განვადებით, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში, წლობით იხდით თანხას ყოველთვიური დაბალი გადასახადით, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიუჯეტი მარტივად მართოთ. ერთ-ერთი ხელსაყრელი ხერხია მშენებარე ბინები შიდა განვადებით, რაც გულისხმობს მშენებარე ბინის შეძენას პირდაპირ დეველოპერისგან, ბანკის ჩარევის გარეშე. ეს კი დამატებითი საპროცენტო განაკვეთისგან გათავისუფლებთ.
დიდი უპირატესობით სარგებლობს მშენებარე ბინები განვადებით შემოსავლის დადასტურების გარეშეც, რაც განსაკუთრებით მომგებიანია თვითდასაქმებული პირებისა და არასტანდარტული შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მშენებარე ბინები განვადებით, თანხის გადახდა ერთიანად შეგიძლიათ. ასეთ დროს კი არაერთი დეველოპერი ფასდაკლებებსა და დამატებით სარგებელს გთავაზობთ, რაც საგრძნობლად ზოგავს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
მშენებარე ბინები, როგორც წესი, აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოების ხარისხს და ითვალისწინებს ეკოლოგიურ სტანდარტებს, როგორიცაა მწვანე არქიტექტურა და ბიოფილური დიზაინი. მშენებარე ბინის შეძენა და მასში თანხის დაბანდება საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მშენებლობის ხარისხი, მოსაპირკეთებელი და სამშენებლო მასალების მდგომარეობა, შესრულების ტექნიკა და თვალი ადევნოთ თქვენი სახლის დასრულების პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოთ თითოეულ ეტაპს, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.
დაბალ ფასთან და განვადების ხელსაყრელ პირობებთან ერთად, მშენებარე ბინების კიდევ ერთი უპირატესობაა თქვენი გემოვნების მიხედვით შექმნილი სახლის ინტერიერის დიზაინი და გეგმარება. შეგიძლიათ თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით დააპროექტოთ ბინა, შეიტანოთ გარკვეული ცვლილებები და შემდეგ სრულად თქვენი ხედვის მიხედვით მოაწყოთ დიზაინი, რაც ზედმეტი სარემონტო ხარჯებისგან, ბინის შემდგომი გადაკეთებისგან დაგიცავთ და კომფორტულ პირობებს, თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სივრცეს უზრუნველყოფს. ამასთან, შეძლებთ ბინა სრულად ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით მოაპირკეთოთ და საცხოვრებელში ჯანსაღი გარემოს შექმნას ხელი შეუწყოთ.
მშენებარე ბინის შეძენა თავისთავად საჭიროებს მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს შეთანხმებას ორ მხარეს შორის (მყიდველსა და დეველოპერს შორის) სამშენებლო ეტაპზე მყოფი ბინის შესახებ. მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავს სამუშაოების შესრულების პირობებს, მშენებლობის დასრულების ვადებს, ღირებულებასა და თანხის გადახდის პროცედურებს, მშენებლობის დასრულების დაგვიანების, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ სადამსჯელო ნაბიჯებს და ხელშეკრულების გაწყვეტის განმსაზღვრელ ფაქტორებს. მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რათა მყიდველმაც და გამყიდველმაც დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შეასრულოს და პოტენციური რისკებისგან თავი დაიცვას.
ამასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომელიც იმ შემთხვევაში ფორმდება, როდესაც ობიექტი ჯერ ექსპლუატაციაში შესული, საცხოვრებლად ვარგისი არ არის. ასეთი ტიპის ხელშეკრულება ასრულებს დამზღვევ ფუნქციას მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის. მაგალითად, თუ მყიდველს ერთიანი ან საკმარისი თანხა არ აქვს ან ნასყიდობის საგანი ასაშენებელი ობიექტია, მაშინ შესაძლებელია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც შემდგომში ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებას ავალდებულებს მხარეებს. ამგვარად, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება ძირითადად მოიცავს ყველა იმ პირობას, რომელიც შემდგომში ძირითად ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული და მყიდველი მომავალ მესაკუთრედ აისახება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ კი ფორმდება ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება.
თავის მხრივ, მშენებარე ბინის გადაფორმება გულისხმობს ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები: ერთი მხრივ, კომპანიამ უნდა ააშენოს და ჩააბაროს მყიდველს სახლი კონტრაქტში მითითებული ვადებისა და მდგომარეობის შესაბამისად, მეორე მხრივ კი, ბინის მყიდველი ვალდებულია საცხოვრებლის ღირებულება სრულად დაფაროს. ამის შემდეგ მოხდება მშენებარე ბინის გადაფორმება, ანუ ბინის შეძენის ხელშეკრულების დარეგისტრირება მყიდველის მიერ საჯარო რეესტრში როგორც საკუთრების.
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
თბილისის არქიტექტურა და დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც ყოველწლიურად მშენებარე ბინების მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, 2023 წლის ბოლოსთვის, თბილისში მშენებარე ბინების რაოდენობამ 86 000-ს მიაღწია, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება ღირებულებას, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, პირველადი ბაზრის ბინების ფასები წლიურად 16.5%-ით გაიზარდა, მეორად ბაზარზე ფასები კი მცირედით შემცირდა. შესაბამისად, მშენებარე ბინების რაოდენობასთან ერთად ბაზარზე მათი ფასიც ყოველწლიურად მატულობს.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300