1748447251
თბილისში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო წლებში ათასობით ადამიანი ირჩევს ინდივიდუალური საცხოვრებლის აგებას და მათ შორის, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნაწილი არა გამოცდილ, სანდო, ფინანსურად გამართულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კომპანიას, არამედ ე. წ. „პრარაბს“ ანდობს სახლის აშენებას. აქვე გეტყვით, რომ სიტყვა „პრარაბი“, რა თქმა უნდა, ბარბარიზმია და სამუშაოთა წარმოების უფროსს ნიშნავს, თუმცა ამ დამკვიდრებულ ტერმინზე უკეთესად ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმ რისკებს, რომლებიც თან ახლავს მსგავსი ტიპის ადამიანებთან საქმის დაჭერას.
პრარაბის ერთ-ერთი მთავარი სატყუარა დაბალი ფასია. მოლაპარაკების პროცესში დამკვეთს ჰპირდება, რომ მშენებლობა საბაზრო ღირებულების ნახევარი დაუჯდება, რაც შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა ეს, რეალურად, მხოლოდ პირველი ეტაპია. მშენებლობის პროცესში თავს იჩენს გაუთვალისწინებელი „გართულებები“: სამშენებლო მასალა აკლდება, მუშებს მოულოდნელად ხელფასი ეზრდებათ, არასწორად შესრულებული საქმეა გამოსასწორებელი, ბეტონი რატომღაც სწორედ ახლა ძვირდება და ა. შ. პრარაბიც თანდათან თანხის გაზრდას ითხოვს. ეს ვითარება კი ცხადყოფს, რომ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარები არ გააჩნიათ ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად. შედეგად, პროექტი ხდება უსისტემო, ქაოსური და საბოლოო ხარჯი საწყის მოლოდინს ბევრად აჭარბებს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ პრარაბი ხშირად არღვევს ტექნიკურ სტანდარტებს და შედეგზე პასუხსაც არ აგებს. სამწუხაროდ, არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. თუ კონსტრუქცია არასწორად შესრულდა, მაგალითად, კედელი გაიბზარა, საძირკველი დაირღვა ან კოლონა ჩამოიშალა, პრარაბს შეუძლია უბრალოდ უარი თქვას პასუხისმგებლობის აღებაზე, განაცხადოს, რომ ეს სხვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, ან საერთოდაც გაქრეს და მისი მოძებნა ვერ ხერხდება. და რადგან ის არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, არ არის რეგისტრირებული, არ იხდის გადასახადებს და მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებით მოქმედებს, დამკვეთისთვის შეუძლებელი ხდება ზარალის ანაზღაურება. ერთი სიტყვით, დასაწყისში პრარაბთან მოლაპარაკებები მარტივ და ეკონომიურ გადაწყვეტილებად თუ მიაჩნდა, საბოლოოდ რჩება ავარიული სახლის პირისპირ, ფინანსურად დაზარალებული და სამართლებრივად დაუცველი.
ერთხელ ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა: „ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი — სიკვდილი და გადასახადები“, თუმცა, როგორც ჩანს, პრარაბების შემთხვევაში გარდაუვალი გადასახადების ცნება საერთოდ არ არსებობს. თუ რეგისტრირებული სამშენებლო კომპანიები ყოველწლიურად მილიონობით ლარს იხდიან ბიუჯეტში მოგების, საშემოსავლოსა და დღგ-ის სახით, პრარაბები სრულიად არიდებენ თავს ამ ვალდებულებას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობას.
პრარაბები გასამრჯელოს იღებენ ნაღდი ფულით, არ აწარმოებენ ბუღალტერიას, არ აქცევენ ყურადღებას შრომის უსაფრთხოებას და პრაქტიკულად არაფერს იხდიან იმ ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, რომელსაც თავადაც იყენებენ. შესაბამისად, საზოგადოება იხდის გადასახადებს, ხოლო პრარაბები სარგებლობენ და აგრძელებენ ჩრდილოვან ბიზნესს.
თბილისში კერძო სახლების მშენებლობების დიდი ნაწილი სწორედ პრარაბების მიერ ხორციელდება. სპეციალისტების შეფასებით, ახალი კერძო სახლების მინიმუმ 90% შენდება უკონტროლოდ და ხშირ შემთხვევაში გადასახადების გარეშე, რაც სახელმწიფოსთვის წელიწადში ასეულობით მილიონი ლარის ზარალს ნიშნავს.
სტატისტიკის მიხედვით:
მთლიანობაში, ბოლო 5 წელიწადში თბილისში დაახლოებით 4,800-მდე კერძო სახლი აშენდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა პრარაბებმა სახელმწიფოსთვის გადასახდელი გადასახადების გვერდის ავლით შეასრულეს.
ეს ტენდენცია სახელმწიფოსთვის ორმაგი საფრთხეა. ერთი მხრივ, იგი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ჩრდილოვანი ეკონომიკის მარწუხებში აქცევს — რესურსს, რომელიც უნდა იყოს მიმართული ჯანდაცვაზე, განათლებაზე, გზების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაზე პრარაბები კანონების გვერდის ავლით ითვისებენ. მეორე მხრივ კი მშენებლობის სფეროში სამართლებრივი კონტროლის არარსებობა იწვევს სუსტ, გაუმართავ და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სტრუქტურულ მდგრადობას აზიანებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მრავალმხრივი სტრატეგია — სახელმწიფო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ჩრდილოვანი მშენებლობის პრაქტიკა მკაცრად გაკონტროლდეს და, ამავე დროს, საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება სანდოობის, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი გარანტიების მნიშვნელობაზე. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი საბიუჯეტო სამართლიანობის აღდგენა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.
ზემოთ შემოგთავაზეთ სტატისტიკა, თუ რამდენი სახლი აშენდა თბილისსა და მის შემოგარენში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დაუსრულებელ, შუა გზაზე შეწყვეტილ, „გაქცეული“ პრარაბებისგან მიტოვებულ პროექტებზე ცნობები არ მოიპოვება. ერთი სიტყვით, დასახელებული სახლების მეპატრონეებს გაუმართლათ, მაგრამ მათ უმრავლესობას, სავარაუდოდ, მშენებლობა იმაზე ძვირი დაუჯდა, ვიდრე დასაწყისში ჰქონდათ დაგეგმილი.
ამის საპირისპიროდ, თბილისში (და არამარტო) უამრავი გამოცდილი, კვალიფიციური კომპანია არსებობს, რომლებიც იდეალურად, კანონების დაცვითა და ზედმეტი გართულებების გარეშე შეასრულებენ თქვენს მოთხოვნებს.
კერძო სახლის ასაშენებლად კომპანიის დაქირავება, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, ცოტა უფრო ძვირი ჩანს, თუმცა რეალურად დამკვეთი ფუნდამენტურად დაცულია პროექტირებისა თუ მშენებლობის თითოეულ ეტაპზე.
კომპანიის შემთხვევაში:
ასე რომ, რაც უფრო დიდ და გამოცდილ კომპანიას ანდობ სახლის მშენებლობას, მით უფრო დაცული ხარ როგორც დამკვეთი. კომპანიისგან მხოლოდ მომსახურებას არ ყიდულობ — შენ იღებ პასუხისმგებლობიან პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება წესიერებას, კანონიერებასა და გამჭვირვალობას. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შენს ინვესტიციას ჰქონდეს რეალური დაცვის მექანიზმი და საბოლოოდ სახლი ნამდვილად იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და გამოსადეგი სივრცე გრძელვადიან საცხოვრებლად. სწორედ ეს განასხვავებს კომპანიას ნებისმიერი „თვითგამოცხადებული პრარაბისგან“.
მაშინ, როცა მშენებლობის სფეროში დაურეგულირებელი პრაქტიკა და არაკვალიფიციური შრომის გამოყენება სერიოზულ რისკად იქცა, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იაფი დაპირება არ უზრუნველყოფს რეალურ შედეგს და რომ მხოლოდ გამოცდილებასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პარტნიორობა შეიძლება გახდეს ხარისხის გარანტი. შენობა, სადაც ოჯახი იწყებს ცხოვრებას, არ შეიძლება იყოს ექსპერიმენტის ადგილი. მომხმარებელმა უნდა ამოირჩიოს ის, ვინც არა მხოლოდ დაპირებებს იძლევა, არამედ მზად არის, პასუხი აგოს შედეგზე, ანუ მიმართოს კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, გამოცდილება, სამართლებრივი ვალდებულება და ფინანსური სიძლიერე. სახელმწიფომ კი თავის მხრივ, უნდა წაახალისოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შექმნას სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ერთდროულად გაამარტივებს „ლეგალურ“ მშენებლობას და მკაცრად შეზღუდავს ჩრდილოვანი სქემების გავრცელებას.
სახლი შენდება წლებისთვის. არ ღირს, რომ მისი საძირკველი დადგეს არაპროფესიონალიზმზე, გაუგებრობასა და გაქცევის შიშზე. როდესაც შენი სახლის მიღმა დგას პასუხისმგებლობით სავსე კომპანია, შენ ხარ დაცული ფინანსურად და იურიდიულად.
ასე რომ, პრარაბის დაქირავება შეიძლება უფრო მარტივ ალტერნატივად ჩანდეს, მაგრამ სჯობს იფიქრო ერთი ნაბიჯით წინ — ვინ აგებს პასუხს, როცა შენს ოჯახს სახლი დასჭირდება.