1732277709

რემონტის ხარჯების ოპტიმიზაციის გზები და მეთოდები

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

როდესაც მიზნად რემონტის გაკეთებას ვისახავთ, ყოველთვის განსაზღვრული გვაქვს ბიუჯეტის ზედა ზღვარი. და რადგან რემონტის პროცესში ხშირად გვხვდება გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, უმჯობესი იქნება, თუ გვეცოდინება, რაში შეგვიძლია დავზოგოთ, რათა ზედა ზღვარს დაგეგმილზე ადრე არ მივუახლოვდეთ.

სანამ რემონტის ხარჯების ოპტიმიზაციის მარტივ გზებსა და მეთოდებს გაგიზიარებთ, პირველ რიგში, პროფესიონალის მოსაზრებას გაგაცნობთ. ინტერიერის დიზაინერებმა ყოველთვის უკეთ იციან, რა მიმართულებებში არ უნდა დავზოგოთ თანხა და რაზე შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი. ინტერიერის დიზაინერი რუსა თუმანიშვილი აღნიშნავს, რომ ხარისხიანი მასალის შეძენით, გარკვეულწილად, გრძელვადიან ეკონომიას ვაკეთებთ.

„ხარისხიანად შესრულებული შავი კარკასი, თეთრი კარკასის სამუშაოები, ნამდვილად მოგვცემს ეკონომიას გრძელ ვადაში. ხარისხიანი გაყვანილობა, ანუ სანიტარიული კვანძების მოწყობა ხარისხიანი მასალით, ასევე ელექტრო გაყვანილობა ხარისხიანი მასალით უმნიშვნელოვანესია. ეს არის მასალა, რომლის შეცვლაც ძალიან რთულია და ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე - თავიდანვე ხარისხიანი მასალის გამოყენება. ეკონომიის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, კედლის ქაღალდზე. ანუ, შეგვიძლია არ გავაკრათ კედელზე ქაღალდი და შევღებოთ პირდაპირ ისე, რომ ვიზუალურად მიმზიდველი იყოს. ამაში ნამდვილად დაიზოგება თანხა. ასევე, ეკონომია შეგვიძლია გავაკეთოთ ავეჯზე, ოღონდ ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის ჩაშენებული და, საჭიროების შემთხვევაში, შეგვეძლება, მალევე შევცვალოთ. ასეთი ეკონომიის ხარჯზე, შეგვიძლია გავაკეთოთ აქცენტი ერთ ძვირადღირებულ ნივთზე, მაგალითად ჭაღზე, დიზაინერის შეხედულებისამებრ,“ - გვირჩევს რუსა თუმანიშვილი.

რემონტის ხარჯების ოპტიმიზაციაზე მსჯელობისას, თემატური, ავტორიტეტული გამოცემებიც ხაზს უსვამენ, რომ რთულად შესაცვლელ მასალებში, უმჯობესია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს - იატაკი, ჩაშენებული კარადების პანელები და მსგავსი მასალები აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი და გამძლე.

ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიას მოგვცემს ენერგოეფექტურ მასალასა და ტექნიკაში გადახდილი თანხა. თბოიზოლაცია, ენერგოეფექტური ფანჯრები, ნათურები და ტექნიკა მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და გარემონტებულ სივრცეს ფასს უზრდის.

თანხის დაზოგვა თავისუფლადაა შესაძლებელი ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას. აირჩიეთ მინიმალისტური სტილი - დაგჭირდებათ ნაკლები მასალა, მარტივი, სადა ავეჯი და ჩვეულებრივზე ცოტა დეკორაცია. ასეთ დიზაინში ინდივიდუალიზმის გამოხატვა ერთი თვალშისაცემი, ძვირადღირებული ნივთით, ან ფერთა გადანაწილებითაცაა შესაძლებელი.

დაბოლოს, შესაძლოა, სულაც არ დაგჭირდეთ ახალი ავეჯის ყიდვა, თუ ძველი ჯერ კიდევ ფუნქციურია. ვიზუალური განახლება კი თავადაც შეგიძლიათ. მაგალითად, დივნებისა და სავარძლების ტექსტილის გამოცვლა, კარადების გადაღებვა და სკამების განახლება რთული პროცესი სულაც არაა. მეტიც, თუ ავეჯი დაზიანებული არ არის, შეიძლება, რესტავრატორის დახმარებაც კი არ დაგჭირდეთ და თანხა მხოლოდ მინიმალური მასალის შეძენაში დაგეხარჯებათ.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები