1733695080
ავტორი
ნატა მეშველიანი
ბინის შეძენას აპირებთ? მსგავსი გამოცდილება კი არ გქონიათ? ბევრ ტერმინს, რჩევასა თუ იდეას მოისმენდით მეგობრებისგან და ნაცნობებისგან. როგორი კარკასის ყიდვა სჯობს, როგორ მოიგებთ დროსა და ფულს... დღეს ვეცდებით ეს საკითხები ერთ სტატიაში მოვაქციოთ და გასაგებად მოგიყვეთ.
საქართველოში უძრავი ქონების შეძენისას მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ მშენებლობის სხვადასხვა საფეხური და მისი დასრულების ეტაპები. არსებული ვარიანტებიდან ყველაზე გავრცელებულია თეთრი კარკასი და შავი კარკასი, იშვიათად კი მწვანე კარკასიც გვხვდება. განვიხილოთ ამ ტერმინების მნიშვნელობა, მათი უპირატესობები, ხარჯები, განსხვავებები და მსგავსებები.
თეთრი კარკასი არის ბინის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ძირითად სამშენებლო სამუშაოებს და მზადაა კოსმეტიკური რემონტისთვის. ეს ფორმატი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან მყიდველებს საშუალებას აძლევს, ინტერიერი საკუთარი გემოვნებით მოაწყონ, ხოლო შრომატევადი შავი სამუშაოები თავიდან აირიდონ.
კონკრეტულად კი მოიცავს:
ეს ტერმინი მოიცავს ბინის ყველაზე ძირითად, მინიმალურ მდგომარეობას. ის პერიოდია, როცა კორპუსის მშენებლობა დამთავრებულია, თუმცა აპარტამენტების შიდა მოწყობაში სამუშაოები ჯერ კიდევ დასასრულებელია. ეს კი მყიდველს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს და ინტერიერი სრულიად თავისი გემოვნებით მოაწყოს.
შავი კარკასის განსაზღვრება ყველა სამშენებლო კომპანიას განსხვავებული აქვს. ზოგადად, მასში შედის:
ეს მინიმალისტური მოპირკეთების ვარიანტი მოსახერხებელია მათთვის, ვინც ეძებს ინტერიერის დიზაინის სრულ მოქნილობას. თუმცა, ახლავს დამატებითი პასუხისმგებლობები. დეველოპერი შემდგომ სამუშაოებში, ჩვეულებრივ, მონაწილეობას არ იღებს.
შავი კარკასის ბინის ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ბევრ რესურსს მოითხოვს. ეს არ არის სახლი, რომელსაც იყიდით და ახლო პერიოდში აქ ცხოვრებას დაიწყებთ. კოსმეტიკური რემონტის გარდა დიდი სამუშაოები ჯერ წინ გაქვთ.
შავი კარკასიდან თეთრ კარკასამდე ბინის მიყვანა მოიცავს ძირითად სამუშაოებს, რაც ბინას კოსმეტიკური რემონტისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების მონტაჟი:
გარე დეტალების დასრულება:
შავი კარკასს ირჩევთ, თუ გაქვთ შეზღუდული ბიუჯეტი, გსურთ დიზაინის სრული თავისუფლება და რემონტის ხანგრძლივობა თქვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
თეთრ კარკასს ირჩევთ, თუ გსურთ სწრაფი შესახლება ან გაქირავება. ეძებთ დაბალანსებულ ვარიანტს ფასსა და მოხერხებულობას შორის და გჭირდებათ მზა საფუძველი მცირე ცვლილებებისთვის.
თუმცა, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, მწვანე კარკასის სახით. ეს შედარებით ახალი ტერმინია და თეთრ კარკასზე უფრო განვითარებულ მდგომარეობას გულისხმობს.
მწვანე კარკასი მოიცავს:
მწვანე კარკასი იდეალურია მათთვის, ვისაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და კომუნალური ხარჯების დაზოგვა პრიორიტეტად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილულ ვარიანტებს შორის ყველაზე ძვირია, ეს კარკასი სხვებზე ახლოს არის სრულიად გარემონტებულ, დამთავრულ ბინასთან.
როგორც უკვე ვთქვით, ბინის შეძენისას შავი და თეთრი კარკასის არჩევანი არა მხოლოდ კომფორტთან, არამედ ფინანსურ შესაძლებლობებთანაც პირდაპირ კავშირშია. ფასების სხვაობა ამ ორ ტიპს შორის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ბინის ადგილმდებარეობა, ფართობი და სართული.
თუმცა, ზოგადი სურათის გასაგებად, ვეცადეთ შეგვედარებინა ერთნაირი ფართისა და ლოკაციის ბინები, უბრალოდ სხვადასხვა კარკასით. შედეგი აშკარაა: შავი კარკასი, როგორც წესი, 7000-დან 10,000 დოლარამდე იაფია თეთრ კარკასთან შედარებით.
თუ ბიუჯეტი გაძლევთ საშუალებას, თეთრი კარკასის არჩევა შეიძლება გონივრული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მეტს იხდით, საბოლოოდ ზოგავთ დამატებით დროსა და ხარჯებს, რომლებიც შავი კარკასის თეთრ კარკასამდე მიყვანას სჭირდება. ტიხრების აშენება, იატაკის მოჭიმვა, კედლების შელესვა და შემდეგ ბინის ინტერიერის აწყობა ცალკე ინვესტიციას მოითხოვს, რაც ფასში სხვაობას პრაქტიკულად ანეიტრალებს.