1727380020

როგორ გაჩნდა გამწვანება სახურავზე?

სახურავი 1

ავტორი

ნინი მეტრეველი

თბილისში კორპუსების სახურავები უმეტესად სატელევიზიო ანტენების მონტაჟის, წყლის ცისტერნების განთავსების ან დაშენების პერსპექტივისთვის გამოიყენებოდა. თუმცა ახალაშენებულ კორპუსებს თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ დეველოპერები ამ ტრადიციას ნელ-ნელა ივიწყებენ. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ჰორიზონტალური სივრცის დეფიციტმა ტერიტორიების ვერტიკალურად ათვისების აუცილებლობა გააჩინა. შენობას ეზოს გარეშე კი ნამდვილად სჯობს შენობა სახურავზე ატანილი გამწვანებით.

როგორ გაჩნდა გამწვანება სახურავზე?

ბაბილონის დაკიდებული ბაღები იქით იყოს და თანამედროვე „სახურავის ბაღები“ პირველად ევროპაში გამოჩნდა 60-იან წლებში. გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ურბანიზაციის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა და ქალაქები მჭიდროდ დასახლდა. ამან კი ქვეყანა მწვანე სივრცეების თვალსაჩინო შემცირებამდე მიიყვანა. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს არქიტექტორებმა და ურბანისტებმა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებში გამწვანება სახურავზე აეტანათ.

სულ რამდენიმე წელიწადში ამ მეთოდით დაინტერესდნენ არქიტექტორები და ურბანისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან სარგებელი მათთვისაც აშკარა იყო. სახურავის გამწვანების ტენდენცია ჯერ მთელ ევროპას მოედო, შემდეგ კი - ევროპის გარეთ მდებარე ქვეყნებსაც. ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს ისეთ მეგაპოლისებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ტოკიო. სახურავების გამწვანებებს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ქალაქებში ტემპერატურის ზრდის წინააღმდეგ იყენებდნენ. დღეს კი მწვანე სახურავები მსოფლიოში მდგრადი ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რეალურად ასეთ კონცეფციას მართლაც უამრავი სარგებელი აქვს: ტემპერატურის რეგულირება ქალაქში, ესთეტიკა, სიცოცხლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი სახურავი ჩიკაგოს მერიას აქვს. პროექტი 2001 წელს განხორციელდა. ეს იყო დემონსტრაციული ნაბიჯი მაღალ ტემპერატურასთან საბრძოლველად. ჩიკაგოს მერიის სახურავზე არსებული ბაღი 6000 მ2 ფართობზეა გაშენებული და 150-ზე მეტი სახეობის მცენარეს მოიცავს.

თბილისშიც წააწყდებით რამდენიმე ისეთ ახალაშენებულ კორპუსს, რომლებსაც, საკუთარი ეზოს ნაცვლად, გამწვანებული ტერასები ან სახურავები აქვს. ეს არცაა გასაკვირი. თუკი ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, რატომ არ უნდა გამოიყენოს დეველოპერმა, ერთი შეხედვით, უსარგებლო და უფუნქციო სივრცე კეთილი მიზნებით?

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები