1728051420

რა იცავს ევროპის ქალაქებს რადიკალური ცვლილებისგან

ევროპა

ავტორი

ნინი მეტრეველი

ურბანული პეიზაჟების დასათვალიერებლად სტუმრობს. პარიზი, ლონდონი, რომი და სხვა მსგავსი ქალაქები ნამდვილად გამოირჩევა და საკმაოდ დიდი ძალისხმევა იხარჯება იმაშიც, რომ მათი იერსახე შენარჩუნდეს. ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როცა ურბანიზაცია აჩქარდა და მოსახლეობის საჭიროებებიც გაიზარდა.

რადიკალური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, ევროპული სახელმწიფოები რამდენიმე გზას მიმართავენ:

კანონმდებლობა

ევროპის არქიტექტურა პირდაპირ კავშირშია ისტორიასთან, შესაბამისად, ისტორიული უბნები, შენობები და ძეგლები კანონითაა დაცული. სწორედ ასეთი კანონმდებლობები აფერხებს ურბანულ ტრანსფორმაციას. დაუშვებელია არსებული შენობების იერსახის თვითნებურად შეცვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ განსხვავებული სტილის, ან მაღალსართულიანი შენობების აშენებაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოქალაქეების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ქალაქი მაინც საჭიროებს განვითარებას. მაგალითისთვის, პარიზში ე.წ. ფინანსური უბანი შეიქმნა - სივრცე მდებარეობს გარეუბანში, რადგან ისტორიულ ცენტრში არც ცათამბჯენების და არც თანამედროვე არქიტექტურის სტილის მქონე სავაჭრო ცენტრების აშენება არ არის დაშვებული.

გარემოსდაცვითი საკითხები

მდგრადობა და გარემოს დაცვა ევროპის ქვეყნებისთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ეს საკითხებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქალაქების იერსახის ცვლილების ხელისშემშლელი პირობები. ახალი შენობების პროექტები და ხშირად, რეკონსტრუქციის პროცესებიც კი ხშირად დამაზიანებელ შედეგებს იწვევს გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ეს კი ევროპის მწვანე მიზნებს ეწინააღმდეგება. როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, ჰაერს საგრძნობლად აბინძურებს ძველი შენობების ნგრევისა და ახლის შენების პროცესი.

მაგალითისთვის, ბერლინში, ქალაქის მდგრადობის პოლიტიკა ორიენტირებულია, ნგრევა-მშენებლობის ნაცვლად, არსებული შენობები განაახლოს. ეს მიდგომა, თავისთავად, ზღუდავს არქიტექტორ-დიზაინერებს, რომ შენობის ფასადი რადიკალურად შეცვალონ.

ბალანსი

მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, საცხოვრებელი და საოფისე ადგილების საჭიროებას თუ ზოგადად, განვითარების აუცილებლობას ევროპის ყველა სახელმწიფო აცნობიერებს. თუმცა, სწრაფი და რევოლუციური ცვლილების ნაცვლად, თითქმის ყველა ქვეყანამ ალტერნატიული ვარიანტი აირჩია. ევროპის ქალაქები ვითარდება ნელა, რათა ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის მაქსიმუმი გაკეთდეს. შეიძლება ითქვას, ევროპა ორიენტირებულია ადაპტაციაზე და არა რევოლუციაზე.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები