1727265480

უძრავი ქონების დაზღვევაზე დაბალი მოთხოვნაა

დაზღვევა

სადაზღვევო კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, განსაკუთრებით მცირეა უძრავი ქონების დაზღვევის მაჩვენებელი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ორ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა მხოლოდ 73 მლნ ლარის ქონების დაზღვევის პოლისი გაყიდეს, რაც მხოლოდ 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მთლიან სადაზღვევო პროდუქტებში ქონების დაზღვევის წილი მხოლოდ 10%-ია და როგორც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოში უძრავი ქონების პოლისების დიდი წილი უმეტესად ან კორპორაციულ სეგმენტზე მოდის ან საბანკო სესხებს უკავშირდება, რადგან იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში ბანკი მომხმარებელს ქონების დაზღვევას ავალდებულებს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევის მიზანი, სესხში ჩადებული ქონების შესაძლო დაზიანება-განადგურების რისკებია გათვალისიწნებული და ამ გადაწყვეტილებით, საფინანსო ინსტიტუტები სესხის უზრუნველყოფას ინარჩუნებენ.

დაბალი მოთხოვნა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, უპირველესად კი, ამ სადაზღვევო პროდუქტისადმი საზოგადოებაში არსებული დაბალი ცნობადობა. გარდა ამისა, ხშირად ადამიანები რისკების დაზღვევაში თანხას არ იხდიან, ვერ ხედავენ მის აუცილებლობას და მიაჩნიათ, რომ დაზღვევაში გადახდილი თანხა ქარისთვის გატანებული ფულია.

ქონების დაზღვევას მომხმარებელს სადაზღვევო ბაზარზე არსებული 19 კომპანია სთავაზობს, პოლისების ფასი კი თვეში სულ რაღაც 12 ლარიდან იწყება. არჩევანი საკმაოდ დიდია, თუმცა ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა რისკების დაზღვევა სურს მომხმარებელს და რა გამონაკლიებს ითვალისწინებს სადაზღვევო პროდუქტი.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები