1742910720
ავტორი
მეკო მეტრეველი
მშენებლობის ადრეულ ეტაპზე აუცილებელია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადება, რომელიც სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას, ნაგებობის უსაფრთხოებასა და სიმტკიცეს განსაზღვრავს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სამშენებლო ტერიტორიის დეტალურ გეოლოგიურ ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დგინდება სპეციალისტი გეოლოგებისა და ინჟინრების მიერ ტერიტორიის ნიადაგის გამოკვლევის, მისი ტიპის დადგენის, გრუნტის სტრუქტურის და მიწისქვეშა წყლების დონის შესწავლის, სეისმური აქტივობის, გეოლოგიური საფრთხეების ანალიზის შედეგად. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ხდება პროექტის უსაფრთხოების შეფასება.
იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი, გრუნტის სტრუქტურა არასწორად შეფასდა, არასათანადოდ იქნა გამოკვლეული ფუნდამენტი და სამშენებლო ტერიტორია, ამან მოგვიანებით, შესაძლოა, ნიადაგის დაშლა, მისი მორღვევა განაპირობოს და, შესაბამისად, შენობის სტრუქტურის სიმყარეს, მის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეექმნება.
ამრიგად, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ხარისხიანი მშენებლობის გარანტია, რადგან ის უზრუნველყოფს:
ნიადაგის ტიპის დადგენასა და ფუნდამენტის სწორად შერჩევას
ფუნდამენტი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც კონსტრუქციის მდგრადობას, დატვირთვის სწორ გადანაწილებასა და შენობის სტრუქტურის მთლიანობას განსაზღვრავს. ნიადაგის ტიპის მიხედვით დგინდება ფუნდამენტის მასალა და მისი დამუშავების ტექნიკა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ნიადაგის მდგომარეობა თავიდანვე იყოს გამოკვლეული და სამშენებლო მასალებიც ამ დასკვნის საფუძველზე შეირჩეს, რათა მომავალში არ მოხდეს კონსტრუქციის დეფორმაცია, კედლებზე ნაპრალების გაჩენა და შენობის ნგრევა.
მიწისქვეშა წყლების ანალიზს
მიწისქვეშა წყლების მოძრაობის სიჩქარისა და მიმართულების განსაზღვრა აუცილებელია, რადგან მოძრავმა წყლებმა, შესაძლოა, ნიადაგის ჩამოშლა და ეროზია გამოიწვიოს, ხოლო მაღალი წყლის დონის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს სპეციალური სადრენაჟო არხების მოწყობა და ჰიდროიზოლაციის გამოყენება. ამასთან, თუ ტერიტორია დატენიანებულია, საჭიროა წყალგაუმტარი მასალების გამოყენება და მშენებლობისას შესაბამისი საიზოლაციო ფენების მოწყობა.
სეისმური მდგომარეობის დადგენას
გეოლოგიური ანალიზის შედეგად შესაძლებელი ხდება სეისმური რისკების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციის გამაგრება. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დგინდება, კონკრეტული ტიპის გრუნტი როგორ რეაგირებს მიწისძვრაზე. მაგალითად, მყარი კლდოვანი ნიადაგი მიწისძვრის დროს ნაკლებად ირყევა და სტაბილურია, ხოლო ქვიშიანი ნიადაგი, შესაძლოა, მარტივად დაიშალოს და ფუნდამენტის დაზიანება გამოიწვიოს.
ახლომდებარე ტერიტორიების გამოკვლევას
მშენებლობის საწყის ეტაპზე აუცილებელია არა მხოლოდ ნაგებობის ქვეშ არსებული ნიადაგის შესწავლა, არამედ მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, გარემოს ანალიზი, რათა მისი სტაბილურობის, გეოდინამიკური პროცესების შესწავლამ და გრუნტის მოძრაობის პროგნოზირებამ უზრუნველყოს მომავალი კონსტრუქციის მდგომარეობა.
ასევე, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ძველი შენობები, გაყვანილი გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები, საჭიროა მათი საძირკვლის, წყლის სისტემების, საკანალიზაციო ხაზების გათვალისწინებაც, რადგან ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს ახალ მშენებლობაზეც.
შეიძლება ითქვას, რომ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ძირითადად შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
რაც შეეხება თავად საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, ის შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
ამგვარად, მშენებლობის პირველი ეტაპი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადებას გულისხმობს, რომელიც შენობის უსაფრთხოებას, მდგრადობას და კონსტრუქციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული დასკვნა ლიცენზირებულმა და კვალიფიციურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს.